"ნუ მოკლავ"

2018-06-01 14:45:32

"ნუ მოკლავ" - ამ ლოზუნგით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დღეს რუსთავშიც გაიმართება.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად რუსთაველები ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბებიან და გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.

სოლიდარობის აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მისი ჩატარება დღეს, მერიის წინ 19:00 საათისთვის იგეგმება. ახალგაზრდები მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ რათა ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვების მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადონ.