1 ივნისი რუსთავში

2018-06-01 13:00:32

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რუსთავში დილიდან დაიწყო.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საბავშვო ზეიმითა და უფასო სამედიცინო აქცით აღინიშნა.

კლინიკაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კლინიკის მედპერსონალმა მიულოცა. ცენტრალური საავადმყოფოს ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, სოციალურად დაუცველ პატარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ, რომელიც ყელ ყურის უფასო დიაგნოსტიკას, პირის ღრუს წმენდას და ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაციას ითვალისწინებდა. მოგვიანებით 90 ბავშვს სამედიცონო დაწესებულებისგან საჩუქრად საკანცელარიო ნივთები გადაეცათ. პატარების განწყობაზე კი სხვადასხვა მულტფილმის ანიმაციურმა გმირებმა იზრუნეს.