"თუთარჩელა" ლიტვაში გაემგზავრა
თუთარჩელას ახალგაზრდული გუნდი ლიტვაში გაემგზავრა. ანსამბლის ახალი თაობა საბავშვო საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლი რამდენიმე მუსიკალური ნომრით წარსდგება დამსწრე საზოგადოების წინაშე. თუთარჩელა უცხოეთში თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით იმყოფება.
რუსთაველი მომღერლები სამშობლოში 6 ივნისს დაბრუნდებიან.
"ინფო რუსთავი" წარმატებებს უსურვებს ანსამბლ თუთარჩელას.