რუსთავის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება.
როგორც ენერგო პრო ჯორჯიაში ინფო რუსთავს განუცხადეს,აბონენტებისთვის ელ.ენერგიის მიწოდება 17:00 საათამდე მოხდება.
ამ დროისთვის ელ.ენერგია არ მიეწოდება მეგობრობის, მაჩაბელის, თბილისის, მაზნიაშვილის, ვახუშტის და მიმდებარე ქუჩებს. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია რომლის დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.