მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-05-29 23:24:30

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში საგრძნობლად აგრილდება, ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრდუსამდე დაიკლებს, 31 მაისს კი შედარებით გამოიდარებს და ისევ +25, +30 გრადუსამდე დათბება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა 29 და 31 მაისს +27, +29, ხოლო 30 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 მაისი +22°C, 31 მაისი +29°C, 1 ივნისი +27°C, 2 ივნისი +26°C.