მერი მოსახლეობას შეხვდა [photo]

2018-05-29 17:35:00

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დილით სუმგაითელ-მეტალურგთა ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და კომპანია "რუსთავის წყალის" ხელმძღვანელთან ერთად მიმდინარე პროექტებზე მოსახლეობას გაესაუბრა.

მოგვიანებით კი ქალაქის მერი XVII მიკრო-რაიონში სოციალურად დაუცველებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივები ბინების დაკანონებას და საცხოვრებელი კორპუსის პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.