სიტყვიერი დაპირისპირება [photo]

2018-05-20 17:33:14

სიტყვიერი დაპირისპირება მანქანაზე გამოსახული სვასტიკის გამო.

რუსთავში, რესტორან მადაგონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ერთმანეთ ორი პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა. მიზეზი ავტომანქანაზე გამოსახული სიმბოლო სვასტიკა იყო.

"დავინახე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა, რომელსაც ფაშისტური სიმბოლიკა ჰქონდა გამოსახული, კერძოდ კი სვასტიკა, რომელიც გერმანული ნაცისტური სიმბოლოა, საქართველოს კანონი კი კრძალავს ამას, მე ვუთხარი ავტომანქანის მფლობელს რომ ეს არ შეიძლებოდა და მოვუწოდე ჩამოეხსნა ეს სტიკერი მანქანიდან"- განაცხადა ავთო კემულარიამ

თავად ავტომობილის მფლობელმა ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა, რომ ის სამსახურში იმყოფებოდა როდესაც მასთან უცნობი პირი მივიდა და ფაშისტი უწოდა, იმის გამო რომ მას თავის კუთვნილ მანქნაზე სვასტიკა ჰქონდა განთავსებული. სწორედ მას შემდეგ დაიწყო კამათი. ავტომობილის მფლობელი ამბობს, რომ ლოგოები ფაშიზმის მიმდევრობასთან კავშირში არაა და სიმბოლო მისთვის ბედნიერად ყოფნას, წარმატებას და კარგ იღბალს ნიშნავს.

ვითარების გასარკვევად ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. სამართალდამცავებმა კამათში მონაწილე პირები გამოკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს.

რა ისტორია აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძველ და ფართოდ გავრცელებულ გრაფიკულ სიმბოლოს.

სვასტიკა - თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში იგი ასოცირდება ეშმაკთან, დემონთან, სიმბოლო რომელსაც ანტიკური დასაწყისი აქვს. სიმბოლო სვასტიკის გამოყენება სათავეს იღებს რამოდენიმე ათასი წლის წინ როგორც ნიშანი წარმატების, დაცვის ავი თვალისაგან, ასევე იგი ასოცირდებოდა წელიწადის 4 დროსთან. თუმცა გასულ საუკუნეში ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, ფაშისტურ გერმანიამ ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა მსოფლიო მასშტაბით. ამ ყველაფერთან ერთად სვასტიკის სიმბოლოზეც ხალხს ცუდი წარმოდგენები შეექმნათ.

ჰიტლერს სურდა უძლიერესი გერმანიის სახელმწიფოს შექმნა, რის გამოც მილიონობით ადამიანის სიკვდილზე თვალს ხუჭავდა, მან ფაშიზმის სიმბოლოდ აირჩია - სვასტიკა. რაც ჰიტლერმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მას შემდეგ, დღემდე სვასტიკა ეშმაკის სიმბოლოდ ითვლება დასავლურ საზოგადოებაში.

სინამდვილეში სვასტიკა - წარმოგვიდგება სანკრისტული ენიდან (უძველესი ინდური ენა) რაც ნიშნავს ბედნიერად ყოფნას, წარმატებას, კარგ იღბალს. სვასტიკა ასევე აღნიშნავს მუდმივ, წრიულ მოძრაობას, ნიშანს ხელახლა დაბადებისა და ასოცირდება რეინკარნაციასთან. ნიშანი გამოყენებული არის 3 სხვადასხვა რელიგიის მიერ: ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ჯაიანიზმი. იგი ასევე ასოცირდება მზესთან. როგორც ხედავთ ეს სიმბოლო ითვლებოდა სრულიად უწყინარ სიმბოლოდ მეოცე სუკუნის დასაწყისამდე.