საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში 112-ის რეგიონული ფილიალი გახსნენ. სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეების ოპერატიულ მომსახურებას, უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს.მთავრობის მეთაურის შეფასებით, 112 სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რუსთავის 112-ის ცენტრში 175 ადამიანი დასაქმდა. ოფისში ასევე ფუნქციონირებას იწყებს სასწავლო ცენტრი, რომელიც 112-ის თანამშრომლების გადამზადებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება, გახდეს 112-ის გუნდის წევრი, ამ სპეციფიკური განათლების რუსთავის ცენტრში მიღებას შეძლებს.