რუსთავში ნუგზარ ძნელაშვილმა, გარდაცვლილი მეუღლის ნაირა ძნელაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ყვავილების ბაღი გააშენა.
ყვავილების ბაღი ნუგზარ ძნელაშვილმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გახსნა, რომლის დათვალიერებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
"ყვავილების ბაღის გაშენება მე და ჩემმა მეუღლემ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, სამწუხაროდ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მე მარტოს მომიწია ამ ყველაფრის შექმნა. ბაღში 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე ხარობს. ეს ბაღი ჩემი მეუღლის სახელის უკვდავსაყოფად გავაშენე. სტუმრობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, დღეს ბაღი ოფიციალურად გაიხსნა სტუმრებისთვის"- განაცხადა ნუგზარ ძნელაშვილმა
ბაღის გახსნას ოჯახის მეგობრები, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.