ავარია რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს "მერსედესისა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, აქედან 2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან. ნახეთ ვიდეო.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.