საზეიმო ღონისძიებები რუსთავში [PHOTO]

2018-05-26 15:02:52

რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიოტორიაზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, გარდა ამისა იმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები. რუსთაველების წინაშე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით წარსდგნენ ადგილობრივი ანსამბლები.

პარკში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე კი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ამავე დროს გაიმართა შეჯიბრება სკეიტპარკში, ფრენბურთში, კალათბურთსა და ჭადრაკში.

მიმდინარე ღონისძიებებს ქალაქის მერი,ირაკლი ტაბაღუა, და საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად ესწრებიან.