მგზავრები რუსთავში ვერ ბრუნდებიან

2018-05-25 22:09:08

"ინფო რუსთავს" მგზავრები თბილისში არსებული სხვადასხვა სადგურებიდან უკავშირდებიან და აცხადებენ რომ რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. "რამდენიმე ათეული ადამიანი ვდგავართ დიდუბის სადგურთან, ერთი მიკროავტობუსი დგას და მისი მძღოლი აცხადებს რომ გაუფუჭდა მანქანა. ვინმემ გაგვაგებინოს მოვა დღეს მიკროავტობუსი? დაველოდოთ?" - მოგვწერა მგზავრმა.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ - "დედაქალაქში 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით გარკვეულ ადგილებზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია. აღნშნული პრობლემა ჩვენთვის ცნობილია და ვაცხადებთ რომ სამუშაო დროის ამოწურვამდე, ყველა მიკროავტობუსი იმოძრავებს და არცერთ მგზავრს არ დავტოვებთ".