მასშტაბური ღონისძიება #16 სკოლაში

2018-05-25 15:49:06

რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებები სკოლაში საქართველოს დროშის აღმართვით დაიწყო. სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი თემატიკით სკოლის ეზოც მოხატეს. ასევე გამოფენილი იყო საინფორმაციო ბროშურები, რომელიც ერთი საუკუნის წინანდელ მოვლენებს ასახავდა.

ღონისძიების ინიციატორი ამავე სკოლის დირექტორი ირინა მელქაძე იყო.

"ჩვენს სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით "ეს დღე ჩვენია" . გამოფენილი იყო პროექტის "დაამზადე საქართველოს დროშა" ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები. სკოლის ფანჯრებიდან გამოფენილი იქნა ეროვნული სიმბოლო დროშა. ღონისძიების სამიზნე ჯგუფი იყო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ხოლო მიზანი დამოუკიდებლობის აღნიშვნასთან ერთად იმ მამულიშვილური ღირებულებების აქტივაცია, როგორიცა პასუხისმგებლობა, თავდადება, სამშობლო და ქვეყნის სიყვარული
"- განაცხადა მე-16 სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძემ.