34 წლის ქმარმა 28 წლის ცოლს უჩივლა

2018-05-24 23:14:09

დუბაიში ქმარმა თავის ცოლი პირველად უმაკიაჯოდ ქორწინების მეორე დღეს ნახა, რის შემდგომაც მასთან გაშორება გადაწყვიტა. 28 წლის არაბ ქალს მისი ყოფილი მეუღლე დიდი ოდენობით კოსმეტიკური საშუალების და ხელოვნური წამწამების გამოყენების გამო შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

წყვილი დუბაიში ალ მამზარის სანაპიროზე ისვენებდა, როცა 34 წლის კაცმა ყოფილი მეუღლე ზღვაში ჩასვლისას უმაკიაჟოდ პირველად დაინახა, რის შემდგომაც დაუყონებლივ მოითხოვა ქორწინების გაუქმება.

როგორც ცნობილია წყვილი ქორწინებამდე 6 თვით ადრე დაინიშნა, ქმარმა ცოლის ხელოვნური წამწამების და სხვადასხვა კოსმეტიკური ოპერაციების შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ქალი ამის თქმას ქორწილის შემდგომ აპირებდა.