საკვებად უვარგისი პროდუქტი რუსთავის სუპერმარკეტში.

2017-01-13 15:01:03

ვადაგასული პროდუქტი მომხმარებელმა, რუსთავის ცენტრალურ ქუჩზე მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში შეიძინა. საკვებად უვარგისი ტკბილეულის ფოტოები „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხმარებელმა მოაწოდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალურ სამრთველოში აცხადებენ რომ, მსგავს შემთხვევებში,  დაინტერესებულმა პირებმა, უნდა  დარეკონ სოფლის მეურნებოის  ცხელ ხაზზე  247 01 01 და აღნიშნუულის შესახებ დატოვონ ინფორმაცია. რის შემდეგაც საჭირო რეაგირებას, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალურ სამრთველო მოახდენს.

რეგიონალური სამმართველოს უფროსის მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით. ერთ თვეში, რეგიონში,  გეგმიური შემოწმებები დაიწყება და მსგავსი ტიპის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საჭირო ზომები იქნება გატარებული.

"ინფო რუსთავი" აღნიშნულ სუპერმარკეტს არ ასახელებს, თუმცა ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს მიაწოდა.