დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა [photo]

2018-05-24 19:45:53

ბათუმის ქუჩის 35 ნომერში კანალიზაციის დაზიანების გამო ეზო დაიტბორა. მოსახლეობა “ინფო რუსთავთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სამი დღეა საშინელი ანტისანიტარია და სუნი აწუხებთ. კანალიზაციის წყალმა სარდაფებშიც შეაღწია. მათი თქმით, ისინი რამდენიმე დღეა ცდილობდნენ “რუსთავის წყალთან“ დაკავშირებას, თუმცა პრობლემით არავინ დაინტერესებულა.
"ინფო რუსთავი" დავუკავშირდა “რუსთავის წყალს“ და პრობლემის შესახებ აცნობა. რამდენიმე წუთში ადგილზე მოვიდნენ კომპანიის თანამშრომლები, რომლებმაც  გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს. “რუსთავის წყალში“ აცხადებენ, რომ - "საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოყვანა იმ საყოფაცხოვრებო ნარჩენებმა გამოწვია რომელიც სისტემაში აღმოჩნდა. მოსახლეობისგან შეტყობინება კომპანიაში წინა დღესაც შევიდა, რაზეც ჩვენმა თანამშრომლებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება, თუმცა პრობლემა დღეს ისევ განმეორდა".