გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
მხარის გუბერნატორმა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონებში განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები განიხილა.
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტების გარდა რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
სხდომაზე რუსთავის საკლებულოს თავჯდომარემ ლევან ონიანმა და მხარის გუბერნატორმა ქალაქში, კერზოდ კი ჭყონდიდელის დასახლებაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების შესახებ ისაუბრეს.
“საკონსულტაციო საბჭოზე განხილული იყო ჩვენს რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტური პროექტები, მათ შორის იყო ის პროექტებიც, რომლებიც რუსთავში მიმდინარეობს, მე მივმართე გუბერნატორს თხოვნით დაუკანონებელ საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით, საკითხი აქტუალურია დღეისათვის რუსთავში. მან გამოთქვა სურვილი დახმარებისა, რათა ერთად აღმოფხვრათ ეს პრობლემა ჩვენს ქალაქში.“- განაცხადა ლევან ონიანმა
“დღეს გვქონდა მორიგი საკონსულტაციო სხდომის შეხვედრა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ოთხი საკითხი. ვიმსჯელეთ დმანისის და მარნეულის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ასევე ვიმსჯელეთ იმ პროექტებზე რომელიც 2018 წელს მიმდინარეობს, მოვიკითხეთ მდგომარეობა თითქმის ყველა მუნიცპალიტეტში, ასევე ვგეგმავთ ადგილზე გასვლას და ნახვას თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ტურისტების მოზიდვას “- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.