ინტერნეტი განვითარებისთვის

2018-05-24 13:44:56

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით  ადგილობრივი მეწარმეებისთვის რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში ტრენინგი ჩაატარა.

პროგრამა-“ინტერნეტი განვითარებისთვის“ საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის ციფრულ წიგნიერებაში და ელექტრონულ ბიზნესში უფასო ტრენინგს გულისხმობს.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, მეწარმეებმა მიიღეს უფასო ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.
პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.