მზადება 26 მაისისთვის [photo]

2018-05-24 12:11:01

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავის მერიის შენობაზე საინფორმაციო ბანერები განათავსეს.

მსგავსი ბანერები ქალაქის კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.

მანამდე კი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მოსახლეობას მოუწოდა, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საცხოვრებელი სახლის აივნები ეროვნული სიმბოლიკებით გააფორმონ.