ინფრასტრუქტურული პროექტები

2018-05-23 22:14:58

საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა ტუხაშვილი მიმდინარე ინფრასტრუქურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ. ამ დროისთვის სამუშაოები სუმგაითელ-მეტალურგთა ქუჩაზე მიმდინარეობს სადაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზატკეცილი+" შიდა ეზოების კეთილმოწყობას ახორციელებს. იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა. თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი მოსახლეობას გაესაუბრნენ და მიმდინარე სამუშაოებზე მათი აზრი მოისმინეს.