რუსთავში ბალანჩივაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციიელება იგეგმება. რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს ,,სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიას“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
ხელშეკრულება ბალანჩივაძის ქუჩის #2, #3, #4, #5, #6, #7, #10, #12, #14, ასევე, ბალანჩივაძის გასასვლელის #4, #6, #8, #10 საცხოვრებელი კორპუსების ეზოების ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასფალტ/ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები.
სამუშაოების სატენდერო ღირებულება 844,105 ლარს შეადგენს. აქედან თანხის 13% მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებაა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება
შეგახსენებთ, 2018 წლის ბოლომდე რუსთავში 12 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.