შიშველი დამნაშავე [VIDEO]

2018-05-21 19:57:47

პლონეთში დამნაშავე სახლიდან გაქცევისას სამართალდამცავების წინ ფანჯრიდან შიშველი გადახტა. მომხდარის შესახებ ბრიტანული დეილიმეილი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთში საგამოძიებო ღონისძებების ფარგლებში, ქალაქ ზაბკში, სპეციალური დანიშნულების რაზმი ერთერთი კრიმინალის დაკავებას საკუთარ სახლში ცდილობდა, რა დროსაც მამაკაცი გაქცევას შეეცადა და ფანჯრიდან შიშველი გადახტა. აღნიშნული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მამაკაცი ადგილზე მყოფმა შეიარაღებულმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

დამნაშავემ გადახტომის შედეგად მცირედი დაზიანებები მიიღო.

პოლონეთში მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებისას 34-ზე მეტი სახლი შემოწმდა. ერთი წლის განმავლობაში ნარკორეალიზატორობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს. გარდა ამისა, პოლიციამ 10, 200 ფუნტამდე ღირებულების საათები და ტელეფონები ამოიღო. ნახეთ ვიდეო.