დამ და მოკლა

2018-05-18 10:25:28

ქუთაისში 30 წლამდე ქალმა საკუთარი და მოკლა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს ყელის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული. გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ რომ ოჯახის წევრები ერთ სახლში ცხოვრობდნენ.

მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს – 11 პრიმა 108-ე, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს".