სამი გოჭი პატარებისთვის
2018-05-17 17:27:28

კულტურის სახლში, საბავშვო სპექტაკლის „სამი გოჭი“ ჩვენება გაიმართა. სპეკტაკლზე მისულ პატარებს თეატრის წინ ანიმაციური ფილმის გმირები დახვდნენ, რომლებთანაც სურათების გადაღების შესაძლებლობა მიეცათ.
სპექტაკლი რუსთავის მერიის ააიპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის"  ინიციატივით ჩატარდა და მასში რუსთაველი მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს მიეძღვნა.