ახალი ინიციატივა

2018-05-09 18:04:14

2019 წლიდან  შრომითი უფლებების შემოწმება სავალდებულო გახდება.

"ეს არის ეტაპობრივი პროცესი. პირველი ეტაპისთვის მაქსიმალური აქცენტი გაკეთდა შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობაზე, შემდგომ ეტაპზე უკვე იგეგმება შრომის უფლებებზე, რაც დადასტურდება საკანონმდებლო პაკეტის მომზადებით. უკვე დაწყებულია  პროცესი და ჩვენი დეპარტამენტი ამუშავებს, ასოცირებით აღებული ვალდებულების ფარგლებში, რომელიც შემდგომ პარლამენტს გადაეცემა. წლის ბოლოს მოხდება განხილვა და აღსრულება დაიწყება ეტაპობრივად მომავალი წლიდან", -აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია.

შეგახსენებთ, რომ შრომითი ხელშეკრულებების შემოწმება, დღეს დამსაქმებლების ნებაყოფლობით ხდება.