"ძალიან ცუდ დღეში ვართ იქნებ დაგვეხმაროთ რამენაირად"

2018-05-09 13:48:13

"ინფო რუსთავს" სადარბაზოებში მღრღნელების არსებობის პრობლემით მოქალაქემ მიმართა.

"გამარჯობა, ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ და იქნებ მერიამდე მივაწვდინოთ ხმა 12 მიკრორაიონში (5-6 ნომრებში) დალუქეს ბუნკერები, რაც ძალიან გაგვიხარდა და მადლობლები ვართ. მაგრამ არასდროს რომ არ ყოფილა სადარბაზოში ახლა გამოჩნდნენ ძალიან დიდი თაგვები, თითქმის ყველა სართულზეა ყველა სადარბაზოში თქვენც რომ მოხვიდეთ თავისუფლად ნახავთ... აუცილებელია სადარბაზოების შეწამვლა, თორემ ძალიან ცუდ დღეში ვართ იქნებ დაგვეხმაროთ რამენაირად" - წერს მოქალაქე.

ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში. თქვენი წერილი კატეგორიაში #შენიხმა გამოქვეყნდება.