5 პროფესია, რომელიც 10 წელიწადში გაქრება

2018-05-05 14:33:54

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ეჭვ ქვეშ აყენებს ზოგიერთი პროფესიის მომავალს. Forbes-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ რამდენიმე პროფესიას, რომელიც შესაძლოა 10 წლის შემდეგ აღარ არსებობდეს:

1. მოლარე - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღაზიების ძირითადი ნაწილი თვითმომსახურების სერვისს დანერგავს და მომხმარებელი შეძენილ პროდუქტს სალაროში თავისით გაატარებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სერვისი განვითარებულ ქვეყნებში უკვე არსებობს.

2. ფოსტალიონი - ელექტრონული ფოსტის არსებობა წერილების მატერიალური სახით მიღებასაც ამცირებს.

3. ტაქსის ოპერატორი - დღესდღეობით ოპერატორები ზოგიერთ კომპანიაში მობილურმა აპლიკაციებმა ჩაანაცვლა, რაც ტაქსის გამოძახებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

4. სამოგზაურო აგენტი - ამ პროფესიის ადამიანებს დიდი ალბათობით სამოგზაურო ვებგვერდები შეცვლის, სადიანაც ადამიანები თავად შეძლებენ
დაგეგმონ ყველაფერი, შეიძინონ ბილეთები, დაჯავშნონ სასტუმროები და ა.შ.

5. მბეჭდავები - ხმის ამოცნობის ფუნქციამ და დოკუმენტების ზეპირად კარნახის საშუალებით წერამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ სამუშაო ადგილებს, ვინც კომპანიებში სხვადასხვა დოკუმენტისთვის ტესტს კრეფენ.