ასიათასობით დოლარი გადმოიყარა [video]

2018-05-03 23:02:21

ინდიანას შტატში ასიათასობით დოლარი გადმოიყარა გზატკეცილზე მას შემდეგ, რაც ნაღდი ფულით დატვირთული სატვირთო ავტომობილის უკანა კარი გაიღო. თავდაპირველად ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გზაზე მხოლოდ 600 000 დოლარი მიმოიფანტა, მაგრამ შემდეგ პოლიციამ თქვა, რომ ზუსტი რაოდენობა რა თანხა გაიფანტა ცნობილი არ არის. სოციალურ ქსელში კი გასაჯაროვდა ვიდეო, რომელშიც ჩანს სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ როგორ კრეფს დოლარებს ბალახებიდან. პოლიციის განცხადებით, ნებისმიერი პირი, რომელიც აკრეფს თანხას, ბრალდებული იქნება, როგორც ქურდი. ამ დროისთვის სახელმწიფო ეძებს სკოლის ავტობუსის მძღოლს, რომელმაც აკრიფა ნაღდი ფული და ასევე თეთრი პიკაპის მძღოლს, რომელმაც მთელი ტომარა ფული აკრიფა და წაიღო. ნახეთ ვიდეო.