გიორგი ოვაშვილის მიერ გადაღებული ფილმის, ხიბულას ტრეილერი მზად არის - რეჟისორმა ზვიად გამსახურდიას პროტოტიპად საკუთარ ნამუშევარში უცხოელი მსახიობი აიყვანა. ფილმი, რომლიც საქართველოს უახლესი ისტორიის ოვაშვილისეული ტრილოგიაა, რეალურ ფაქტებზე და ისტორიებზეა აგებული. ფილმის გადაღებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჰოლანდიელი დრამატურგის რულოვ იან მინებოს და გიორგი ოვაშვილის სცენარის მიხედვით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დრამას მაყურებელი წელს სავარაუდოდ ბერლინალეზე ან კანის კინოფესტივალზე ნახავს.
წყარო: რუსთავი2