გამკაცრებული რეგულაციები

2018-05-01 10:44:59

დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა  იკრძალება.

მოწევა აკრძალულია:

- საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა)
- ნებისმიერი დანიშნულების შენობა ნაგებობაში
- საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში; აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.
- მოწევა იკრძალება ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში. ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურებში
- კაფე-ბარებსა და რესტორნებში.

ასევე, სავალდებულო ხდება შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.

სიგარეტის მოწევა დასაშვებია:

- ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას;

- პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში.

- მოწევა ასევე ნებარათული იქნება კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში   სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

 ჯარიმა დარღვევის შემთხვევაში:

- შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში თანხა ორმაგდება;

- მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში, სახურავსა და ლიფტში მოწვისთვის ჯარიმა 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება;

- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით,

- წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი თანხა ასევე გაორმაგდება;

 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა.