აფეთქება კრწანისის სასწავლო ცენტრში

2018-04-29 18:39:55

შსს-ს კრწანისი სასწავლო ცენტრში ცოტახნის წინ სავარაუდოდ აფეთქება მოხდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, სასროლეთის ტერიტორიაზე სწავლების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 2 პოლიციელი დაშავდა. ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ჩვენი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს. დაშავებულები 25 წლამდე მამაკაცები არიან.

ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. დეტალებს ინფო რუსთავი აზუსტებს. გადამღები ჯგუფი სასროლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.