2017 წელს ქალაქისთვის პრიორიტეტული საკითხები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან თანხები უკვე გამოიყო - ცნობილია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ათამდე ტენდერია გამოცხადებული, მათ შორის 100 000 ლარს 3 მათგანი აჭარბებს.
წლის დაწყებისთანავე გამოცხადებული ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ტენდერები:
- გზების ორმული დამუშავება, რომლისთვისაც 150 000- მდე ლარია გამოყოფილი. სამუშაოების ფარგებში, ქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო გზებზე არსებული ე.წ ორმოების ამოვსება მოხდება.
- 163 178 ლარია გამოყოფილი ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის. სამუშაოების ფარგლებში, შარტავას მოედნიდან, ლეონიძის ქუჩის კვეთამდე არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.
- კიდევ ერთი ტენდერი, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 180 000 ლარი დაიხარჯება, სატელევიზიო მომსახურებაა. თანხას ზემოთ აღნიშნული სამუშაოს გაწევისთვის, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია მიიღებს.