ამ წუთებში გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე თბილისის ყოფილ მერს სასჯელი შეუმცირა. როგორც თავიდან დაანონსდა, გიგი უგულავა 9 იანვარს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მომდევნო უქმე დღეების გამო ყოფილი მერი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე წუთის წინ გამოუშვეს.