გურჯაანის საავადმყოფოში გვამები აერიათ და გარდაცლილი სხვა ოჯახს გაატანეს. ინფორმაციას გურჯაანის ტელეკომპანია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" მიცვალებულები აერიათ და საავადმყოფოდან ოჯახს მარიამ ჯვარისაშვილის ცხედრის ნაცვლად, სხვა გვამი გაატანეს. ოჯახმა მხოლოდ გვამის გადასვენების შემდეგ, ველისციხეში, შეიტყო რომ მათ სხვა ცხედარი გამოატანეს.
წყარო: გურჯაანის ტელეკომპანია