ჯენეტ ჯექსონს 50 წლის ასაკში ვაჟი შეეძინა. მომღერალს აქამდე შვილი არ ჰყოლია. ჯექსონის ორსულობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ აპრილში გავრცელდა, როდესაც მომღერალმა ტურნე მოულოდნელად გადადო. მომღერალს ვაჟი მესამე ქმრისგან, მილიარდელი ვისემ ალ მანასგან შეეძინა. ჯენეტ ჯექსონი პირველი ცნობადი სახეა, რომელმაც ასეთ ასაკში იმშობიარა.