"ხარებმა" "ივერია" დაამარცხა (ფოტოები).

2016-10-23 22:07:54

შევარდენის სტადიონზე რუსთავის "ხარები" "ივერია"-ს დაუპირისპირდა. მატჩი სტუმრების უპირატესობით წარიმართა, პირველი ტაიმი ხარებმა 17:8 გაიმარჯვა. თამაშის მეორე ნახევარში კი რუსთაველმა მორაგბეებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. "ხარებმა" საბოლოოდ 36:8 გაიმარჯვა და პრემიალური ქულაც აიღო. რუსთაველი მორაგბეების მორიგი მეტოქე თიბისი არის.. შეხვედრა 29-30ოქტომბერს რუსთავის სარაგბო სტადიონზე ჩატარდება.