ჩინური კოსმოსური სადგურის ნაწილები წყნარ ოკეანეში ჩავარდა. მწყობრიდან გამოსული 8 ტონიანი სადგური "ტიანგონგ 1" ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ დაიწვა და მისი ნაწილები წყნარი ოკეანეში ჩაიძირა, შემთხვევა თბილისის დროით 4:15 საათზე მოხდა. სადგურის ვარდნას მეცნიერები აკვირდებოდნენ, თავდაპირველად ძნელი იყო მისი ტრაექტორიის ზუსტი განსაზღვრა, თუმცა ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ უკვე ცნობილი გახდა რომ მოსახლეობას ის პრობლემას ვერ შეუქმნიდა. ჩამოვარდნამდე ექსპერტები რამდენიმე ქვეყანას ასახელებდნენ სადაც შესაძლო იყო სადგური დაცემულიყო, მათ შორის სახელდებოდა საქართველოც. შეგახსენებთ რომ კოსმოსური სადგური ჩინეთმა 2011 წელს გაუშვა დედამიწის ორბიტაზე, 2016 წელს კი მასზე კონტროლი დაკარგა.