Facebook-ი მომხმარებლების ზარებსა და შეტყობინებებს ინახავს

2018-03-31 16:38:01

Facebook-ი წლების განმავლობაში ანდროიდის მომხმარებლების ზარებისა და შეტყობინებების ისტორიას აგროვებდა.

Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, რაც მომხმარებლების ნაწილმა "ფეისბუქ" ანგარიშების გაუქმება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ფეისბუქის ისტორიის პირადი ფაილის ჩამოწერისას, მასში მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ზარებისა და გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებების შესახებ მონაცემებიც იყო თავმოყრილი.

გამოცემა Time-ის ცნობით, კომპანია Facebook-ში განმარტავენ, რომ ზარებისა და შეტყობინებების შესახებ იფორმაციის შეგროვება მომხმარებელთა ნებართვით ხდება. კერძოდ, ანდროიდის მფლობელებს, რომელთაც Messenger-ის ან Facebook Lite-ის გამოყენება სურთ, აპლიკაციის გააქტიურებისას მისდით შეტყბინება სატელოფონო კონტაქტებისა და სატელეფონო ზარების/შეტყობინებების წვდომის მოთხოვნაზე. მომხმარებელს შეუძლია დაეთანხმოს პირობას, ან უარყოს. იმ შემთხვევაში თუ აპლიკაციებს წვდომა ექნებათ თქვენს კონტაქტებსა და ზარების/შეტყობინებების ისტორიაზე, შესაბამისად, ფეისბუქს მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ექნება სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებეზე.

Facebook-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია დაცულია და მესამე პირს არ გადაეცემა, თუმცა კომპანიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სკანდალის შემდეგ, ფეისბუქმა მომხმარებელთა ნაწილში ნდობა დაკარგა და ანგარიშების მასობრივად წაშლის ტენდენცია დაიწყო, ინტერნეტში ტრენდული გახდა ჰეშთეგი #DeleteFacebook. ამავე დროს კომპანიის აქციების ფასი 14%-ით შემცირდა.

ბმულები: როგორ შევუზღუდოთ Facebook-ს კონტაქტებზე წვდომა
                  როგორ უნდა ჩამოიწეროთ თქვენი Facebook ისტორია