ახალი წლის ღამეს სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა სუპერმარკეტი დაყაჩაღა. შემთხვევა ბათუმში, თურქულ სუპერმარკეტ „იალჩინში“ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტის კარზე დამნაშავემ 00:00 საათზე დააკაკუნა და მაღაზიის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა, შემდეგ კი იარაღი ამოიღო და ფულის არ მიცემის შემთხვევაში სროლით დაემუქრა. სანტას ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა 40 000 ლარამდე თანხის გატაცება შეძლო. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.