ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2026-11-27 15:10:31

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, სასაფლაოების მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ერთმანეთს "მერსედესის" და "ჰიუნდაის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.