2026-11-20 18:45:38
ახალგაზრდა კაცს, რომელიც რუსთავის ცენტრალურ ხიდზე გოგოს დაეჯახა, აღკვეთი ღონისძიების სახით 3 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაია შოშიაშვილმა მიიღო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა, განუცხადა, ბრალდებული ბრალს აღიარებს და მომხდართან დაკავშირებით სხვა ფაქტობრივ გარემოებაზე არ უსაუბრია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 6 წლამდე და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა ემუქრება.