2026-11-24 12:25:51
საბერძნეთის პოლიციამ 17 წლის მოზარდზე ჯგუფური თავდასხმის საქმეზე ოთხი არასრულწლოვანი დააკავა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.
ბერძნული მედიის ცნობით დაკავებულებს შორის არიან ორი ფილიპინელი, 13 და 17 წლის, და 13 წლის ალბანელი.
შემთხვევა, ათენში, აგიოს თომას მოედანზე მოხდა. თავდასხმას წარსულში მომხდარი კონფლიქტი უძღოდა წინ. დაზარალებული და თავდამსხმელები ერთმანეთს იცნობდნენ.
სამართალდამცავებმა არასრულწლოვნების მშობლებიც დააკავა.
17 წლის მოზარდს თავდასხმის შედეგად ცხვირისა და თვალის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, მას მხედველობის დაკარგვის საფრთხეც ემუქრება.
საბერძნეთის პოლიცია თავდასხმაში შესაძლო მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით გამოძიებას აგრძელებს.