რუსთავში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

2026-11-24 12:02:09

რუსთავში მე-20 და 21-ე მიკრორაიონებში აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის წარმომადგენელმა, კოტე ზარნაძემ განუცხადა, 21-ე მიკრორაიონში გაზის გათიშვა ავარიულმა შემთხვევამ გამოიწვია, ხოლო მე-20 მიკრორაიონში გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის შესახებაც აბონენტები ინფორმირებულები იყვნენ.

მისივე ცნობით, კომპანიის წარმომადგენლები ამ დროისთვის პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ და აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 15:00 საათიდან აღუდგება.