2026-10-20 20:28:10
რუსთავში 2 კაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონის მიმდებარედ, იქ სადაც გადასარეკად მყოფი ფარა დროებით იყო დაბინავებული 2 კაცი ავტომობილით მივიდა და ცხვარი მოიპარა.
ადგილზე დროულად მივიდნენ სამართალდამცავები და პოლიციამ 60 და 40 წლამდე კაცები ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.