დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

2026-11-17 11:59:21

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დენის დარტყმის შედდეგად 31 წლის კაცი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ უზუნთალაში მოხდა.

გვარცელებული ინფორმაციით, კაცი ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში, ნაგებობას თუნუქს აფარებდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო და დენმა დაარტყა.

შემთხვევის ადგილზე მყოფებმა მამაკაცის გადარჩენა სცადეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.