როგორი ამინდია მოსალოდნელი რუსთავში 15 ნოემბერს

2026-11-14 13:08:06

რუსთავში 15 ნოემბერს მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ტემპერატურა მაქსიმალური +19° ხოლო მინიმალური +9°.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

"15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში -  აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში  დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.  

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)",- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.