2026-11-14 12:48:01
ემილ ისმაილოვმა დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე კრივში საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.
ემილ ისმაილოვმა 55 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ისმაილოვმა მეოთხედფინალში რამზი ჰილალს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (5:0) მოუგო.
ფინალში ისმაილოვი უბრძოლველად გავიდა. მისი ნახევარფინალური მეტოქე, კანადელი ლისანდრო გარსია რებელო, ხელის მძიმე ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა.
ახალგაზრდა მოკრივემ 5 შეხვედრა მოიგო და საქართველოს 2018 წლის შემდეგ, პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონობა მოუპოვა.