2026-11-13 18:20:51
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან.
ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს.
"RAF-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ჩად ბრონშტაინმა მათ გათავისუფლებაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაუღალავად იმუშავა და თითქმის 48 საათის შემდეგ შედეგიც მიიღო. გათავისუფლების მომენტში ბრონშტაინი თავად იმყოფებოდა დაწესებულებაში.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, ჯამში 10 ადამიანი იყო დაკავებული. მათ შორის, ნურმაგომედოვის გუნდის 6 წევრი" - წერს ჰელვანი.
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამიანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.