იტალიაში ქართველი კაცი ქურდობისთვის დააკავეს

2026-11-13 12:36:52

რომში, 59 წლის ქართველმა მამაკაცმა, ავტობუსში ხალხმრავლობით ისარგებლა და მგზავრს საფულე მოპარა.

კაცმა ერთ-ერთი მგზავრს კითხვების დასმა დაუწყო ყურადღების გადატანის მიზნით, საფულე მოჰპარა და პირველივე გაჩერებაზე ჩავიდა. გაქცევის მცდელობის შემდეგ იგი დააკავეს.

იტალიური მედიის ცნობით კაცს ქურდობა ედება ბრალად.