რის გაკეთებას გეგმავს მგფ რუსთავი-თბილისის ავტობანის შუაგამყოფ ზოლზე და მიმდებარედ

2026-11-03 16:11:29

მუნიციპალური განვითარების ფონდმა  თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად აგვისტოში 208 000 ლარის ოდენობის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში შეთავაზება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს არქიტექტურული საამქრომ გააკეთა და ხელშეკრულაც მასთან გაფორმდა.

გთავაზობთ მგფ-ის მოთხოვნების შესაბამისად კომპანიის ვიზუალურ რენდერებს, როგორი იქნება ავტობანის სხვადასხვა მონაკვეთი გამწვანების შემდეგ.